კრივი | პარკერმა უაილდერი დაამარცხა #TVSPORT
კრივი | პარკერმა უაილდერი დაამარცხა #TVSPORT

ერ-რიადმა მიმდინარე წლის ბოლო, ყველაზე მნიშვნელოვან საკრივო საღამოს უმასპინძლა. განსაკუთრებულ ინტერესს მძიმეწონოსანი მოკრივეების, ამერიკელი დეონტეი უაილდერისა და ახალზელანდიელი ჯოზეფ პარკერის დაპირისპირება იწვევდა.

მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა და ტაისონ ფიურისთან გამართული ტრილოგიის გმირმა, პარკერს ვერაფერი მოუხერხა და 12-რაუნდიანი ბრძოლა მსაჯების ერთსულოვანი გადწყვეტილებით დათმო.

როგორც ჩანს, ფიურისთან განცდილი მარცხის შემდეგ, უაილდერი ფორმაში ვერ ჩადგა და ნოკაუტების დიდოსტატი ძველ დიდებას ვეღარ იბრუნებს.

საუდის არაბეთში გამართული ბრძოლის შძემდეგ ჯოზეფ პარკერის ანგარიშზე 34 გამარჯვება (23 ნოკაუტით) და სამი მარცხია. დეონტეი უაილდერის სტატსიტიკა კი ასეთია – 44 გამარჯვება (43 ნოკაუტით), სამი მარცხი და ერთი ფრე.