კრივი | მსოფლიო ჩემპიონატზე სამმა ქართველმა სპორტსმენმა გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო #1TVSPORT
ლივერპულში მიმდინარე კრივის მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე საშეჯიბრო დღეს სამმა ქართველმა იასპარეზა. გიორგი ნატროშვილი მსოფლიო პირველობის 1/8-ფინალშია.
75 კგ წონითი კატეგორიის 1/16-ფინალში ქართველმა მოკრივემ ავსტრიელი მარსელ მეინლი დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ასევე წარმატებით გამოვიდა გიორგი ყუშიტაშვილიც – 85 კგ წონითი კატეგორიის 1/16-ფინალში მან ხორვატ პეტარ ლესკურის სძლია და შემდეგ ეტაპზეა.
ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა სახილ ალახვერდოვმა (50 კგ), რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში უელსელი სკოტ რიჩარდსი დაამარცხა.
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს ორმა ქართველმა იასპარეზა – რტუშ გომციანმა (60 კგ) ლიეტუველი ედგარას სკუდელისი დაამარცხა და 1/16-ფინალში გავიდა, ხოლო გიორგი ჭიღლაძე (90 კგ) ხორვატ მეტოქესთან დამარცხდა.