კრივი | ლუკა ნიქაბაძემ 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდე მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა, ლუკა ნიქაბაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
70კგ წონით კატეგორიის ფინალში ნიქაბაძე რუმინელ რაჯ სტოიკანთან დამარცხდა და შეჯიბრებაზე მეორე ადგილი დაიკავა.
კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ საქართველოს ნაკრების წევრები გორ აივაზიანი (55კგ) და ჰურამან კასუმოვა (57კგ).