კრივი | ლაშა გურულმა პროფესიულ კრივში მესამე შეხვედრა მოიგო #1TVSPORT
ქართველმა მოკრივემ, ლაშა გურულმა პროფესიულ კრივში მესამე შეხვედრა მოიგო.
ინგლისის ქალაქ დერბიში 29 წლის ქართველმა სპორტსმენმა მექსიკელი ბენიტო სანჩესი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და წაუგებელ სვლას აგრძელებს.
ლაშა გურულმა პროფესიულ კრივში თავისი პირველი ბრძოლა 2025 წლის მარტში ჩაატარა. მან ქალაქ რუსთავში გამართულ Martlab boxing promotion-ის ღონისძიებაზე განელი ბერნარდ აბეი დაამარცხა, ხოლო ივლისში ლონდონში, უემბლის სტადიონზე ჯეიმს ფრენსისს სძლია.
ქართველმა მოკრივემ 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.