კრივი | ლაშა გურულმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოიგო და მერვედფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
ინგლისის ქალაქ ლივერპულში მიმდინარე კრივის მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით დაიწყო ასპარეზობა ლაშა გურულმა (65 კგ), რომელმაც პირველ შეხვედრაში საუდის არაბეთის წარმომადგენელი მუსა ალჰავსავი დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.
გურულის გარდა, ტიტულისთვის განაგრძობენ ბრძოლას სახილ ალახვერდოვი (50), არტიუშ გომციანი (60), ლუკა ნიქაბაძე (70), გიორგი ნატროშვილი (75) და გიორგი ყუშიტაშვილი (85).
მერვედფინალში ნიქაბაძის მეტოქე იორდანიელი ზეიად ეასშაში იქნება, ნატროშვილი კი ბელგიელ ჰამზა სრირს დაუპირისპირდება.