კრივი | ლაშა გურულმა ბირმინგემში ჰიუი ვილსონი დაამარცხა #1TVSPORT

22:09, 26.09.2026

ქართველმა მოკრივემ, ლაშა გურულმა ინგლისში, ქალაქ ბირმინგემში პროფესიონალურ კრივში მეხუთე შეხვედრა გამართა და ინგლისელი ჰიუი ვილსონი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

გურულისა და ვილსონის შეხვედრა რვა რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა და ქართველი სრულად დომინირებდა, მან მეტოქეს არცერთ კომპონენტში მისცა შანსი.

30 წლის გურულისთვის პროფესიონალურ კრივში ეს ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იყო. მისი დებიუტი 2025 წელს ქალაქ რუსთავში შედგა.

ქართველი მოკრივე 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია.

მსგავსი