კრივი | ლაშა გურული მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია – ქართველ სპორტსმენს ბრინჯაოს მედალი გარანტირებული აქვს #1TVSPORT

00:16, 11.09.2025

ლაშა გურული კრივის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია. მეოთხედფინალურ ეტაპზე გურულმა ინდოელი აბინაშ ჯამვალი 4:1 დაამარცხა.

ნახევარფინალური ეტაპის საგზურის მოპოვებით ლაშა გურულს მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი გარანტირებული აქვს.

65 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასასვლელად ლაშა გურული 12 სექტემბერს უზბეკ ასადხუჯა მუიდინხუჯაევს დაუპირისპირდება.

მსგავსი