კრივი | ჯერვონტა დევისმა რაიან გარსია ნოკაუტით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

დღეს, 23 აპრილს ლას ვეგასში ერთმანეთს ორი დაუმარცხებელი მოკრივე დაუპირისპირდა. სამ სხვადასხვა წონაში მსოფლიო ჩემპიონმა, ამერიკელმა ჯერვონტა დევისმა თანამემამულე რაიან გარსიას (23-0, 19 ნოკაუტი) სანახაობრივი ბრძოლა გაუმართა.

კრივის მოყვარულები დიდი ხანი ელოდებოდნენ მსუბუქ წონაში ამ უძლეველი სპორტსმენების შეხვედრას. 28 წლის ჯერვონტა დევისს კარიერის განმავლობაში 28 ბრძოლა აქვს ჩატარებული, ერთხელაც არ დამარცხებულა და 26 შეხვედრა ნოკაუტით მოიგო. არანაკლებ შთამბეჭდავია 24 წლის რაიან გარსიას სტატისტიკა – 23 ბრძოლა, 23 გამარჯვება, 19 ნოკაუტი.

გარსიამ ბრძოლა აქტიურად დაიწყო და რამდენიმეჯერ სწრაფად შეუტია, მაგრამ მალევე საპასუხო დარტყმა გაატარა და ნოკდაუნში აღმოჩნდა. ამის შემდეგ სურათი შეიცვალა და ჯერვონტა დევისის უპირატესობა აშკარა გახდა, რაც საბოლოოდ მეშვიდე რაუნდში რაიან გარსიას ნოკაუტით დასრულდა.

ბრძოლის შემდეგ ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა. ჯერვონტა დევისმა მოწინააღმდეგე შეაქო და აღნიშნა, რომ გარსიაზე უკეთეს მოკრივეს ჯერ არ დაპირისპირებია.