კრივი | არტუშ გომციანმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა, დღეს კიდევ სამი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
კრივი | არტუშ გომციანმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა, დღეს კიდევ სამი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT

ლივერპულში მიმდინარე კრივის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ საშეჯიბრო დღეს ორმა ქართველმა იასპარეზა. არტუშ გომციანმა (60 კგ) ლიეტუველი ედგარას სკუდელისი დაამარცხა და 1/16-ფინალში გავიდა.

ტურნირზე გამომსვლელი მეორე ქართველი გიორგი ჭიღლაძე (90 კგ) ხორვატ მეტოქესთან დამარცხდა.

მსოფლიო პირველობის მეორე დღეს სამი ქართველ მოკრივე იბრძოლებს. პირველ სესიაში გიორგი ნატროშვილი (75 კგ) B რინგზე 14:00 საათზე გამოვა – ქართველის მეტოქე ავსტრიელი მარსელ მეინლი იქნება. დღის სესიაში A რინგზე იასპარეზებს გიორგი ყუშიტაშვილი (85 კგ) ხორვატი პეტარ ლესკურის წინააღმდეგ.

საღამოს 21:00 საათიდან მსოფლიო ჩემპიონატში სახილ ალახვედროვი (50 კგ) ჩაერთვება, იგი B რინგზე უელსელ სკოტ რიჩარდსს დაუპირისპირდება.