კრივი | 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების სამი წევრი მედალს გარანტირებულად მიიღებს #1TVSPORT

16:01, 26.11.2025

ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდე მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების სამი წევრი – ლუკა ნიქაბაძე (70კგ), გორ აივაზიანი (55კგ) და ჰურამან კასუმოვა (ქალთა 57კგ) მედალს გარანტირებულად მიიღებს.

სამივე სპორტსმენმა მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, რაც ნიშნავს, რომ მათ, მინიმუმ, ბრინჯაოს მედალი ერგებათ.

ნიქაბაძემ ნახევარფინალში ისრაელის წარმომადგენელი იეჰორ ნოვიკოვი დაამარცხა, აივაზიანმა აზერბაიჯანელ ამინ მამმაზადას მოუგო, ხოლო კუსამოვამ ლიეტუველ ვილტე სავიცკაიტეს სძლია.

ქართველი სპორტსმენები ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს ტურნირის შემდეგ დღეებში ჩაატარებენ.

მსგავსი