კრივი | 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი ქართველი სპორტსმენი ფინალში იასპარეზებს #1TVSPORT
ჩეხეთში მიმდინარე 19-წლამდე მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირეს. ჩვენი გუნდის ხუთი წევრი კონტინენტის პირველობის ფინალში იასპარეზებს.
ოქროს მედლებისთვის ლუკა ჩხიკვაძე (60კგ), ზუკა ჭოჭუა (66კგ), აკაკი ბასარია (70კგ), ელნურ აბდულაევი (75კგ) და დავით მხეცაძე (80კგ) იბრძოლებენ.
ფინალური შეხვედრები 9 ოქტომბერს გაიმართება.