საფრანგეთის ნაკრების 25 წლის ფორვარდი კრისტოფერ ნკუნკუ გამოტოვებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატს. „ლაიპციგის“ ფეხბურთელმა ნაკრების ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, – ამის შესახებ გამოცემა Le10Sport-მა დაწერა.
საფრანგეთის ნაკრებში დაადასტურეს, რომ ნკუნკუმ მუხლი დაიზიანა. მან ვადაზე ადრე დაასრულა ვარჯიში და მინდორი კოჭლობით დატოვა.
მიმდინარე სეზონში ნკუნკუმ 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 17 გოლითა და ოთხი შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა თავი.