კრისტოფერ ნკუნკუ კარიერას „მილანში“ გააგრძელებს #1TVSPORT
კრისტოფერ ნკუნკუ კარიერას „მილანში“ გააგრძელებს #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსის“ ფრანგი შემტევი კრისტოფერ ნკუნკუ კარიერას „მილანში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

როგორც რომანო წერს, „ჩელსი“ იტალიური კლუბისგან დაახლოებით 35 მილიონ ევროს მიიღებს. დოკუმენტები უკვე მზადაა, ფრანგი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ხუთწლიან კონტრაქტს ხელს მოაწერს.

27 წლის ფეხბურთელი „ჩელსის“ 2022 წელს შეუერთდა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა.

ორი სეზონის მანძილზე კრისტოფერ ნკუნკუმ ლონდონური გუნდის მაისურით 62 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა.