კრისტოფ გალტიე - პსჟ-ს პრეზიდენტი და სხვა ხელმძღვანელები მენდობიან #1TVSPORT
კრისტოფ გალტიე - პსჟ-ს პრეზიდენტი და სხვა ხელმძღვანელები მენდობიან #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა „ლილთან“ ჩატარებულ მატჩზე, რომელიც მისმა გუნდმა 4:3 მოიგო.

ამ შეხვედრამდე პარიზულ გრანდს ზედიზედ სამი წაგება ჰქონდა – „მარსელთან“ საფრანგეთის თასზე (1:2), „მონაკოსთან“ საფრანგეთის ჩემპიონატში (1:3) და „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგაზე (0:1).

ევროპულ პრესაში წერენ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ვარსკვლავებით დაკომპლექტებული პსჟ-ს წარუმატებლობის ფონზე, დიდი ალბათობით, მთავარი მწვრთნელის გაშვების საკითხი დადგება.

„მწვრთნელი, რომელიც ზედიზედ აგებს შეხვედრებს და მით უმეტეს, როცა ის „პარი სენ-ჟერმენს“ უდგას სათავეში, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს მშვიდად, რომ პოსტს შეინარჩუნებს. თუმცა, შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ კლუბის პრეზიდენტი და სხვა ხელმძღვანელები მენდობიან. მათ მხარდაჭერას გამუდმებით ვგრძნობ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა.