კრისტის აუქციონზე ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ნახატი 432 ათას  დოლარად გაიყიდა
კრისტის აუქციონზე ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ნახატი 432 ათას დოლარად გაიყიდა

კრისტის აუქციონზე ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ნახატი 432 ათას ამერიკულ დოლარად გაიყიდა. ტილო სახელად „ედმონდ ბელამის პორტრეტი“ პარიზის კოლექტივ Obvious-ის წევრებმა შექმნეს.

როგორც ნ ჯგუფი აცხადებს, ნამუშევრის შესაქმნელად სპეციალური ალგორითმი შეიმუშავეს, რომელმაც XIV-XX საუკუნეებში დახატული ტილოები დეტალურად შეისწავლა. კომპიუტერი საკუთარ ქმნილებას სხვა ისტორიულ მაგალითებს ადარებდა და მათ შორის განსხვავებების აღმოფხვრის შემდეგ ნახატი დაასრულა.

ნამუშევრის კუთხეში მხატვრის ხელმოწერის ნაცვლად, „ედმონდ ბელამის პორტრეტს“ მათემატიკური ფორმულა აქვს დატანებული.

ნიუ-იორკში გამართულ აუქციონზე ნამუშევრის საწყისი ღირებულება 7-10 ათას დოლარს შეადგენდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსხვილმა აუქციონის სახლმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი ნამუშევარი გაყიდა.

„ხელოვნური ინტელექტი მომავალში ხელოვნების ნიმუშების შექმნაზე დიდ გავლენას მოახდენს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამდენად საგულისხმო აღმოჩნდება ეს გავლენა“,- განაცხადა აუქციონის ორგანიზატორმა, რიჩარდ ლოიდმა ნამუშევრის გაყიდვის შემდეგ.