კრისტიან ვიერი - მესისა და რონალდოს წასვლა დრამა იქნება
კრისტიან ვიერი - მესისა და რონალდოს წასვლა დრამა იქნება

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა კრისტიან ვიერიმ საკუთარი აზრი გამოთქვა კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის დაპირისპირებაზე. იტალიელის თქმით, როცა ორივე კარიერას დაასრულებს, ეს იქნება ტრაგედია მსოფლიო ფეხბურთისთვის.

„თუ ვილაპარაკებთ კრიშტიანოსა და ლეოს ურთიერთდაპირისპირებაზე, ადრე ასეთი რამ არასოდეს ყოფილა. ესენი არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ყოველ წელს 40-50 გოლი გააქვთ. ისტორიაში მსგავსი არაფერი მომხდარა. როცა ისინი დაბერდებიან და კარიერას დაასრულებენ, ეს იქნება დრამა მსოფლიო ფეხბურთისთვის“, – მოჰყავს ვიერის სიტყვები ესპანურ გაზეთ „მარკას“.

ლიონელ მესი 32 წლისაა. „ბარსელონას“ კონტრაქტი არგენტინელთან 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში. რონალდო – 34 წლისაა. მისი კონტრაქტი „იუვენტუსთან“ 2022 წლის ზაფხულში იწურება.