კრისტიან ურსე - ვაგრძელებთ დისკუსიებს რელევანტურ მხარეებთან, რათა ვნახოთ პარტიების შესაძლებლობები სავარაუდო ვარიანტებთან დაკავშირებით
კრისტიან ურსე - ვაგრძელებთ დისკუსიებს რელევანტურ მხარეებთან, რათა ვნახოთ პარტიების შესაძლებლობები სავარაუდო ვარიანტებთან დაკავშირებით

​საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის საკითხში გამოსავლის მოძებნის შესაძლებლობა არსებობს.

„ვაგრძელებთ დისკუსიებს რელევანტურ მხარეებთან, რათა ვნახოთ პარტიების შესაძლებლობები სავარაუდო ვარიანტებთან დაკავშირებით და ვცდილობთ, პოზიციები დავაახლოვოთ.

ყველას იმედი აქვს, რომ გამოსავალს მოვძებნით. ამის შესაძლებლობა არსებობს და იმედი მაქვს, ყველას ჩართულობით ამას მივაღწევთ.

არის რამდენიმე ელემენტი, რომელთა გაღრმავებასაც ვცდილობთ, რაც შექმნის გარემოს, როდესაც გამოსავლის მიღწევა შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა კრისტიან ურსემ ჟურნალისტებთან საუბრისას.