კრისტიან ურსე - საქართველოს დემოკრატიული არჩევნების ჩატარების საკმაოდ კარგი გამოცდილება დაუგროვდა, თუმცა ბოლო არჩევნებმა აჩვენა გამოწვევები
კრისტიან ურსე - საქართველოს დემოკრატიული არჩევნების ჩატარების საკმაოდ კარგი გამოცდილება დაუგროვდა, თუმცა ბოლო არჩევნებმა აჩვენა გამოწვევები

საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელი, კრისტიან ურსე მიიჩნევს, რომ საქართველოს დემოკრატიული არჩევნების ჩატარების საკმაოდ კარგი გამოცდილება დაუგროვდა, თუმცა ბოლო არჩევნებმა აჩვენა გამოწვევები. ამის შესახებ მან კონფერენციაზე თემაზე – „2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები“ განაცხადა.

„გამოწვევები იყო მაგალითად ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, საარჩევნო ადმინისტრაციების არაჯეროვანი დაკომპლექტება, ნეგატიური კამპანია, სიძულვილის ენა და იმედი მაქვს, ჩვენი დისკუსიები გააუმჯობესებს შექმნილ ვითარებას.

თუ წინა არჩევნებს შევხედავთ, 2020 წლის არჩევნებამდე დარჩენილია წელიწად-ნახევარი, რაც მოგვცემს საშუალებას, ერთად დავსხდეთ, განვიხილოთ არსებული შედეგები არასამთავრობოების, ოპოზიციისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, რათა ამ განხილვების შედეგად მივიდეთ პოლიტიკურ კონსენსუსამდე“, – განაცხადა კრისტიან ურსემ.