კრისტიან ურსე - საპრეზიდენტო არჩევნებზე მთლიანობაში პოზიტიური სურათი ვიხილეთ
კრისტიან ურსე - საპრეზიდენტო არჩევნებზე მთლიანობაში პოზიტიური სურათი ვიხილეთ

საპრეზიდენტო არჩევნებზე მთლიანობაში პოზიტიური სურათი ვიხილეთ, – ამის შესახებ ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ პირველ არხთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით,  ​მნიშვნელოვანია იმაში დარწმუნება, რომ არჩევნების მეორე ტური კვლავ მშვიდობიან, დემოკრატიულ და გამჭვირვალე ჩარჩოებში ჩაივლის.

„ჩვენ ყველამ თვალი ვადევნეთ სადამკვირვებლო მისიების შეფასებებს, მათ შორის იყო ეუთო, ევროპარლამენტი, ნატო და სხვა ორგანიზაციები.

ვფიქრობ, მთლიანობაში, პოზიტიური სურათი ვიხილეთ, რაც არჩევნების ადმინისტრირებას ეხება. ვიხილეთ აგრეთვე დამკვირვებლების მხრიდან ახლად წამოჭრილი თემებიც, რომლებიც იმ სპეციფიკურ საკითხებს, ასე ვთქვათ, სირთულეებს მოიცავს, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს.

უმნიშვნელოვანესია იმ დეტალებზე კონცენტრირება, რომელიც საერთაშორისო და ქართულმა არასამთავრობოებმა დააყენეს, რადგან მათ მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ.

მნიშვნელოვანია იმაში დარწმუნებაც, რომ არჩევნების მეორე ტური კვლავ მშვიდობიან, დემოკრატიულ და გამჭვირვალე ჩარჩოებში ჩაივლის“, – განაცხადა კრისტიან ურსემ.