კრისტიან რომერო „ტოტენჰემს“ დატოვებს – მისი შეძენით „ბარსელონა“ და „ინტერი“ ინტერესდებიან #1TVSPORT
გადაწყვეტილი ამბავია, რომ მიმდინარე ზაფხულს „ტოტენჰემს“ ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, კაპიტანი კრისტიან რომერო დატოვებს.
არგენტინელი უკანახაზელის გადაბირებას ყველაზე აქტიურად მილანის „ინტერი“ ცდილობს. მცველის დამატების ვარიანტს „ბარსელონაც“ განიხილავს, თუმცა კატალონიელები კონკრეტულ ნაბიჯებს მხოლოდ მას შემდეგ გადადგამენ, თუ გუნდიდან რომელიმე ცენტრალური მცველი წავა. ამ ორი კლუბის გარდა, რომეროს გარშემო განვითარებულ მოვლენებს მადრიდის „ატლეტიკო“ და „პარი სენ-ჟერმენიც“ ყურადღებით აკვირდებიან.
26 წლის ფეხბურთელი „ატალანტადან“ ჩრდილოეთ ლონდონში 2021 წელს აღმოჩნდა. „ტოტენჰემის“ რიგებში მან 8 გოლი გაიტანა და 2025 წელს ევროპის ლიგა მოიგო, ის ამ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.
კრისტიან რომერო არგენტინის ნაკრებთან ერთად 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხოლო 2026 წელს – ვიცე-ჩემპიონი.