კრისტიან რომერო თანახმაა, კარიერა მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძელოს #1TVSPORT
კრისტიან რომერო თანახმაა, კარიერა მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძელოს #1TVSPORT

ლონდონის „ტოტენჰემის“ მცველი კრისტიან რომერო თანახმაა, კარიერა მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძელოს, – ინფორმაციას ჟურნალისტი მატეო მორეტო ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, რომერომ მადრიდელთა მთავარ მწვრთნელთან, დიეგო სიმეონესთან უკვე გამართა შეხვედრა, სადაც მათ ტრანსფერზე ისაუბრეს. როგორც ცნობილია, „ატლეტიკოს“ რომეროს თაობაზე ლონდონურ კლუბთან მოლაპარაკება უკვე დაწყებული აქვს.

„ტოტენჰემი“ არგენტინელ მცველს, მინიმუმ, 60 მილიონ ფუნტად აფასებს. მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის ჯერჯერობით ოფიციალური შეთანხმება არ არსებობს, როგორც ჩანს, მოთამაშის თანხმობა და „ატლეტიკოს“ ინტერესი მოლაპარაკებების პროგრესის შანსს ზრდის.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონი „ტოტენჰემს“ 2021 წელს „ატალანტადან“ შეუერთდა.