კრისტიან რომერო მადრიდის „ატლეტიკოში“ გადასვლასთან ახლოს არის #1TVSPORT
„ტოტენჰემის“ მცველი კრისტიან რომერო კარიერას, დიდი ალბათობით, მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ავრცელებს.
ცნობილია, რომ ესპანურ კლუბსა და რომეროს შორის წინასწარი შეთანხმება უკვე არსებობს. ხელშეკრულება 2030 წლამდე იქნება ძალაში, ფეხბურთელის წლიური ხელფასი კი 6 მილიონ ევროს შეადგენს. ამასთან, კონტრაქტი ითვალისწინებს თანამშრომლობის 2031 წლამდე გახანგრძლივების შესაძლებლობასაც.
ამ ეტაპზე ტრანსფერის საბოლოოდ დასახურად „ატლეტიკო“ ლონდონელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. „ტოტენჰემი“ არგენტინელის სანაცვლოდ 40-დან 45 მილიონ ევრომდე ითხოვს, თუმცა თავად მოთამაშეს კლუბის დატოვება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და ხელმძღვანელობას ტრანსფერზე დაყენება უკვე მოსთხოვა.
2025/2026 წლების პრემიერ ლიგის გათამაშებაში 28 წლის უკანახაზელმა 23 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.