კრისტიან რომერო იუვენტუსში გადადის
კრისტიან რომერო იუვენტუსში გადადის

იტალიური პრესის ინფორმაციით ჯენოას მცველი კრისტიან რომერო მომავალ სეზონში იუვენტუსის ღირსებას დაიცავს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, ტურინულ კლუბს მისი ტრანსფერი დაახლოებით 30 მილიონი ევრო დაუჯდება. ჯენოას ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ მოლაპარეკებები რომეროს ტრანსფერის თაობაზე ჯეწრ კიდევ მიმდინარეობს. როგორც გენუელთა პრეზიდენტმა განაცხადა, გუნდი კრისტიანის გაყიდვით ფინანსური პრობლემების მოგვარებას ეცდება.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში არგენტინელმა ფეხბურთელმა 26 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.