კრისტიან რომერო ევროპის ლიგის 2024/2025 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა - სიმბოლურ გუნდში „ტოტენჰემის“ ოთხი ფეხბურთელია #1TVSPORT
კრისტიან რომერო ევროპის ლიგის 2024/2025 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა - სიმბოლურ გუნდში „ტოტენჰემის“ ოთხი ფეხბურთელია #1TVSPORT

ლონდონის „ტოტენჰემის“ ცენტრალური მცველი, არგენტინელი კრისტიან რომერო ევროპის ლიგის 2024/2025 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელმა ინგლისური გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ტურნირის ფინალშიც ის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. „ტოტენჰემმა“ კი ტიტული 17 წლის შემდეგ პირველად მოიგო.

ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი „ლიონის“ შემტევი რაინ ჩერკი გახდა. უეფა-მ ასევე დაასახელა ევროპის ლიგის სეზონის სიმბოლური გუნდი, სადაც ოთხი ფეხბურთელი „ტოტენჰემიდანაა“.

მეკარე: გუილემო ვიკარიო („ტოტენჰემი“).

მცველები: პედრო პორო, კრისტიან რომერო („ტოტენჰემი“), რობინ კოხი („ფრანკფურტი“), ფრედრიკ ანდრე ბიორკანი („ბოდო/გლიმტი“).

ნახევარმცველები: პატრიკ ბერგი („ბოდო/გლიმტი“), ბრუნო ფერნანდეში, კაზემირო („მანჩესტერ იუნაიტედი“).

თავდამსხმელები: რაიან ჩერკი („ლიონი“), დომინიკ სოლანკე („ტოტენჰემი“), ნიკო ვილიამსი („ატლეტიკი“).