კრისტიან რომერო არგენტინის ნაკრების ახალი კაპიტანი იქნება #1TVSPORT
მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველი კრისტიან რომერო არგენტინის ნაკრების ახალი კაპიტანი გახდება. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა TyC Sports-ი.
საქმე ისაა, რომ ფორვარდმა ლიონელ მესიმ და მცველმა ნიკოლას ოტამენდიმ დაასრულეს გამოსვლა ეროვნულ გუნდში. ამიტომაც აირჩიეს ახალი კაპიტანი.
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ რომერო ამჯობინა ემილიანო მარტინესსა და ნიკოლას ტალიაფიკოს. წყარის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატამდე მიიღეს.