კრისტიან ერიქსენს საქართველოს დაცვა მოეწონა - მათ დანიის ნაკრები გათიშეს
კრისტიან ერიქსენს საქართველოს დაცვა მოეწონა - მათ დანიის ნაკრები გათიშეს

კრისტიან ერიქსენმა და დანიის ნაკრებმა საქართველოს დაცვას ვერაფერი მოუხერხეს და „დინამო-არენაზე“ ევრო2020-ის შესარჩევი ციკლის შეხვედრა 0:0 დაასრულეს.

მატჩის შემდეგ დანიის ნაკრებისა და ინგლისური „ტოტენჰემის“ ლიდერმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან მოგება მეტოქის დაცვის კარგი თამაშის გამო ვერ მოახერხეს.

„ეს იყო შეხვედრა, რომელიც ძალიან განსხვავდებოდა კოპენჰაგენში ჩატარებული მატჩისგან, სადაც დანიამ საქართველოს ნაკრები 5:1 დაამარცხა. მაშინ ჩვენ საჭირო დროს გავიტანეთ. დღეს კი შეტევის დაგვირგვინებას ვერ ვახერხებდით და იმდენი რეალური საგოლე შანსიც არ გვქონია, როგორც მაშინდელ შეხვედრაში. მაგრამ მომენტები მაინც საკმარისად გვქონდა, ეს შეხვედრა მოგებით რომ დაგვესრულებინა. სამწუხაროდ, ეს ვერ მოვახერხეთ. მაგალითად, საწყენი იყო, გუტკიაერმა ძელს რომ მოახვედრა“, – ამბობს ერიქსენი.

დანიელმა ვარსკვლავმა არასასურველი შედეგის თავისებური ანალიზი გააკეთა.

„ძალიან დიდი დრო დავკარგეთ მოედნის ცენტრში, სადაც ბურთს უკან გაუმართლებლად ბევრს ვაგორებდით, შეტევაში კი სისწრაფე გვაკლდა. რაც მთავრია, საქართველომ სიურპრიზი შემოგვთავაზა და საკმაოდ კარგად ჩაგვკეტეს. მაგრამ ისიც სათქმელია, რომ დანიამ საქართველოს ძალიან ბევრის უფლება მისცა. ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ ორი ქულა დაგვეკარგა. დანიის შემდეგი ამოცანა შვეიცარიის წინააღმდეგ კარგია თამაშია, რადგან ამ შეხვედრაში გაირკვევა, დანია მოხვდება თუ არა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე“, – აღნიშნავს კრისტიან ერიქსენი.