კრისტიან ერიქსენს „ინტერის“ დატოვება უნდა
კრისტიან ერიქსენს „ინტერის“ დატოვება უნდა

მილანის „ინტერის“ ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი ზამთრის სატრანსფერო ბაზრისას გუნდის დატოვებას აპირებს.

იტალიური პრესის ცნობით, დანიელმა ვერ მოიპოვა მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტეს ნდობა და უკმაყოფილოა თავისი სათამაშო დროით.

აღნიშნავენ, რომ მილანური კლუბი მზად არის გამოეთხოვოს 28 წლის ფეხბურთელს, თუ სხვა კლუბისგან ექნება ღირსეული წინადადება. აქტიურ ინტერესს ერიქსენის მიმართ „პარი სენ-ჟერმენი“ გამოთქვამს.

დანიელი „ინტერში“ 2020 წლის იანვრიდან თამაშობს. მისი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდეა გაფორმებული.

ამ სეზონში ერიქსენმა სერია A-ში ოთხი მატჩი ჩაატარა, აქედან ორჯერ შეცვლაზე შევიდა მოედანზე. ნახევარმცველს შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.