კრისტიან ერიქსენს „აიაქსი“ იწვევს #1TVSPORT
კრისტიან ერიქსენს „აიაქსი“ იწვევს #1TVSPORT

„ინტერის“ დანიელმა ნახევარმცველმა კრისტიან ერიქსენმა, რომელმაც ევრო 2020-ზე ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ გულის შეტევა გადაიტანა, შესაძლოა, კარიერა ნიდერლანდებში გააგრძელოს, – „ტვიტერში“ დაწერა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ.

როგორც ირკვევა, 29 წლის ფეხბურთელით დაინტერესებულია ამსტერდამის „აიაქსი“, რომელიც ერიქსენის კარიერაში პირველი პროფესიული კლუბი იყო.

შეგახსენებთ, რომ ერიქსენს აკრძალული აქვს სერია A-ს მატჩებში თამაში, რადგან ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მას სხეულში კარდიოვერტერ-დეფიბლირატორი ჩაუდგეს. იტალიაში მკაცრი შეზღუდვა მოქმედებს ასეთი მოწყობილობით თამაშზე.

საინტერესოა, რომ „აიაქსში“ თამაშობს დეილი ბლინდი, რომელსაც ასევე აქვს ჩაყენებული კარდიოვერტერ-დეფიბლირატორი.