კრისტიან ერიქსენმა ექვსი თვე უნდა მოითმინოს #1TVSPORT
კრისტიან ერიქსენმა ექვსი თვე უნდა მოითმინოს #1TVSPORT

იტალიური პრესის ბოლო ინფორმაციების თანახმად, მილანის „ინტერის“ ნახევარმცველს კრისტიან ერიქსენს მინიმუმ ექვსი თვე მოუწევს მოცდა, სანამ ისევ დაიწყებს ფეხბურთის თამაშს.

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია უფლებას არ აძლევს ფეხბურთელებს იმპლანტირებული დეფიბლირატორით ითამაშონ პროფესიულ დონეზე. თუ ერიქსენის გულთან დაკავშირებული პრობლემები დროებითია, მაშინ მას მოაცილებენ კარდიოვერტერ-დეფიბლირატორს და მაშინ დანიელი ფეხბურთელი შეძლებს სერია A-ში კარიერის გაგრძელებას.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ტესტირებისთვის და ინპლანტის მოცილებისთვის აუცილებელი დრო მინიმუმ ექვს თვეს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მომავალ კვირას ერიქსენს მილანში წინასასეზონო მზადებაზე ელოდებიან, ცალსახად შეიძლება იმის თქმა, რომ ის მინიმუმ 2022 წლის თებერვლამდე ვერ შეძლებს თამაშს.

29 წლის ფეხბურთელს „ინტერთან“ 2024 წლის ზაფხულამდე აქვს კონტრაქტი.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ზე დანიელ ფეხბურთელს ფინეთთან მატჩში გულის შეტევა დაემართა და გონება დაკარგა. ამის შემდეგ, ერიქსენს კარდიოვერტერ-დეფიბლირატორის იმპლანტი ჩაუყენეს.