კრისტიან ერიქსენმა და „ვოლფსბურგმა“ კონტრაქტი გაწყვიტეს #1TVSPORT

20:01, 23.09.2026

კრისტიან ერიქსენმა „ვოლფსბურგთან“ კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

ივნისში ერიქსენმა დანიისა და უკრაინის ამხანაგური მატჩის დროს გონება დაკარგა და მას შემდეგ რეაბილიტაციას გადის.

34 წლის ფეხბურთელს აღნიშნული ინციდენტის შემდეგ არ უთამაშია და ახლა სურს, დანიაში, თავის ოჯახთან უფრო ახლოს იყოს. ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო, როდესაც ერიქსენი მოედანზე შეუძლოდ გახდა. პირველი შემთხვევა 2021 წელს დაფიქსირდა.

ჯერ უცნობია, გააგრძელებს თუ არა დანიელი ფეხბურთელი სპორტულ კარიერას.

მსგავსი