კრისტიან ერიქსენი „ვოლფსბურგში“ ითამაშებს #1TVSPORT
კრისტიან ერიქსენი „ვოლფსბურგში“ ითამაშებს #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი „ვოლფსბურგის“ ფეხბურთელი გახდა, – იტყობინება ბუნდესლიგის კლუბის პრესსამსახური.

33 წლის დანიელმა „ვოლფსბურგთან“ 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი და ახალ გუნდში 24-ე ნომრით ითამაშებს.

2025 წლის ზაფხულში ერიქსენმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ნახევარმცველმა 35 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.