კრისტალბეთლიგის საუკეთესო მოთამაშე ზივზივაძეა, მწვრთნელი - კორღალიძე
კრისტალბეთლიგის საუკეთესო მოთამაშე ზივზივაძეა, მწვრთნელი - კორღალიძე

„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ მეორე წრე (ჩემპიონატის პირველი ნახევარი) დასრულდა და ლიგის ოფიციალურმა გვერდმა წრის საუკეთესო მოთამაშე და მწვრთნელი დაასახელა.

მეორე წრის საუკეთესო ფეხბურთელად ქუთაისის „ტორპედოს“ თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე აღიარეს. 24 წლის ფორვარდმა „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მეორე წრეში ცხრა შეხვედრაში მეტოქეთა კარი რვაჯერ აიღო.

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელი კი „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე გახდა. ეს პრიზი ახალგაზრდა, დამწყებმა სპეციალისტმა დამსახურებულად მიიღო, რადგან მისი მოსვლის დროს გუნდი აუტსაიდერი იყო, მეორე წრეში კი 19 ქულა დააგროვა, მეორე წრის გამარჯვებული გახდა და ყველაზე ცოტა გოლი გაუშვა.

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ გვერდმა მეორე წრის სიმბოლური გუნდიც შეადგინა:

დემეტრე ბულისკერია („ლოკომოტივი“) – დავით უბილავა („ლოკომოტივი“), გაგი მარგველაშვილი („საბურთალო“), სანდრო გურეშიძე („ლოკომოტივი“), ლუკა ლაკვეხელიანი („საბურთალო“) – ლაშა შინდაგორიძე („საბურთალო“), ლადო მამუჩაშვილი (ბათუმის „დინამო“), დავით სამურკასოვი („ლოკომოტივი“), ზაზა ციცქიშვილი („რუსთავი“) – ბუდუ ზივზივაძე („ტორპედო“), (ბათუმის „დინამო“).