კრისტალბეთლიგაში მეოთხე წრე იწყება - სეზონი ფინიშს უახლოვდება
კრისტალბეთლიგაში მეოთხე წრე იწყება - სეზონი ფინიშს უახლოვდება
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სეზონი ფინიშს უახლოვდება. 20-21 სექტემბერს მეოთხე წრე დაიწყება და 28-ე ტურის შეხვედრები გაიმართება.
პარასკევს, 20 სექტემბერს, სამი მატჩი გაიმართება. 16:00 საათზე ორი შეხვედრა დაიწყება. ბოლნისის „სიონი“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მოგება სჭირდება. ქუთაისელები კი ბოლო ორი გასვლითი მატჩის წარმატებით ჩატარების შემდეგ, ბოლნისის თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე იმედიანად მიემგზავრებიან.
რუსთავის ტექნიკურ ცენტრში „რუსთავი“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს, ხოლო ტურის ცენტრალური შეხვედრა ანგისას საფეხბურთო ბაზაზე გაიმართება – ლიდერი ბათუმის „დინამო“ მოქმედ ჩემპიონს, მესამეადგილოსან „საბურთალოს“ უმასპინძლებს. ეს შეხვედრა საჩემპიონო ბრძოლაზე დიდ გავლენას მოახდენს.
შაბათს, 21 სექტემბერს, ორი მატჩი გაიმართება. საჩხერის „ჩიხურა“ თბილისის „დინამოს“ ივანწმინდას ცენტრალურ სტადიონზე უმასპინძლებს. საჩხერელებს ტრავმირებული ლიდერი, მიშიკო სარდალიშვილი დაუბრუნდა, თბილისელებმა კი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, ლევან მჭედლიძე დაიმატეს.
სატურნირო კუთხით ლიდერების მატჩზე არანაკლებ მნიშვნელოვანი აუტსაიდერთა შეხვედრა იქნება, რომელიც „მიხეილ მესხი 2“-ზე გაიმართება: ბოლოადგილოსანი „ვიტ ჯორჯია“ (17 ქულა) მერვეადგილზე მყოფ გორის „დილას“ (28 ქულა) უმასპინძლებს. ეს მატჩი „ვეტერინარებისთვის“ კრისტალბეთლიგაში დასარჩენად ერთ-ერთი ბოლო შანსია.
პარასკევი, 20 სექტემბერი
სიონი – ტორპედო
16:00. თამაზ სტეფანია – ბოლნისი
რუსთავი – ლოკომოტივი
16:00. ტექნიკური ცენტრი – რუსთავი
დინამო ბთ – საბურთალო
20:00. ანგისა – ბათუმი
შაბათი, 21 სექტემბერი
ჩიხურა – დინამო თბ
16:00. ცენტრალური – ივანწმინდა
ვიტ ჯორჯია – დილა
18:00. მიხეილ მესხი 2 – თბილისი