კრისტალბეთლიგა დღეს განახლდება - კრიზისში ჩავარდნილი „ტორპედო“ საჩხერეს ესტუმრება
კრისტალბეთლიგა დღეს განახლდება - კრიზისში ჩავარდნილი „ტორპედო“ საჩხერეს ესტუმრება

სანაკრებო პაუზის შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშება დღეს განახლდება, თამაშები კი 4 დღეზე გადანაწილდა.

პირველ შეხვედრას ბოლნისის „თამაზ სტეფანია“ უმასპინძლებს, სადაც ერთ-ერთი აუტსაიდერი „სიონი“ მოქმედ ჩემპიონ „საბურთალოს“ შეხვდება. ტურის ცენტრალური შეხვედრა კი ივანწმინდის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება – საჩერის „ჩიხურა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს და მეტნაკლებად გასაგები იქნება, ფინანსური და იურიდიული პრობლემების წინაშე დამდგარი „ტორპედო“ სამეულისთვის ბრძოლას გააგრძელებს თუ არა.

შაბათს, 14 სექტემბერს, გორის „თენგიზ ბურჯანაძეზე“ სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილებზე მყოფი გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს – „დილა“ „რუსთავის“ წინააღმდეგ.

მნიშვნელოვან შეხვედრას უმასპინძლებს ანგისას საფეხბურთო კომპლექსიც, სადაც ბათუმის „დინამო“ თბილისის „ლოკომოტივს“ შეხვდება.

ტური კვირას, 15 სექტემბერს, „მიხეილ მესხი 2“-ზე დასრულდება – აუტსაიდერი „ვიტ ჯორჯია“ თბილისის „დინამოს“ შეხვდება. მოგება ორივე გუნდს სჭირდება – მასპინძლებს ბოლო ადგილიდან თავის დასაღწევად, ხოლო „დინამოს“ (51 ქულა) ბათუმის „დინამოს“ (52 ქულა) რომ გადაასწროს.

ხუთშაბათი, 12 სექტემბერი

სიონი – საბურთალო
15:00. თამაზ სტეფანია – ბოლნისი

ჩიხურა – ტორპედო
16:30. ცენტრალური – ივანწმინდა

შაბათი, 14 სექტემბერი

დილა – რუსთავი
18:00. თენგიზ ბურჯანაძე – გორი

დინამო ბთ – ლოკომოტივი
20:00. ანგისა – ბათუმი

კვირა, 15 სექტემბერი

ვიტ ჯორჯია – დინამო თბ
18:00. მიხეილ მესხი 2 – თბილისი