კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში დღეს ორი შეხვედრა გაიმართა. საფეხბურთო კლუბმა „რუსთავმა“ კვლავ ვერ მოიგო. ამჯერად, ბადრი კვარაცხელიას გაწვრთნილებმა სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლეს და ქულას დასჯერდნენ. მე-6 წუთზე ანგარიში მასპინძლებმა თემურ ჩოგაძის გოლით გახსნეს, მაგრამ მიშიკო სარდალიშვილმა ტაიმის მიწურულს (45+2) წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.

ანგისას ბაზაზე კი ბათუმის „დინამომ“ გორის „დილა“ მიიღო და მეორე გამარჯვება მოიპოვა. 47-ე წუთზე მასპინძლები ნიკოლოზ საბანაძემ დააწინაურა, რომელმაც გორელები მცველის უპატიებელი შეცდომისთვის დასაჯა. შეხვედრის მიწურულს სტუმართა ნახევარმცველს, ლევან ნონიკაშვილს სიმულაციისთვის მეორე ყვითელი ბარათი აჩვენეს და მოედნიდან გააძევეს, ბათუმელებმა კი 3 ქულა მოიპოვეს – 1:0.

მეოთხე ტური ხვალ დასრულდება – 17 მარტს ბოლნისის „სიონი“ „ვიტ ჯორჯიას“ მიიღებს, ხოლო „ლოკომოტივი“ – თბილისის „დინამოს“.

ნიკოლოზ საბანაძის გოლი გორის დილას კარში

N. Sabanadze Goal Dinamo batumi 1-0 Dila Gori47'

Posted by Dinamo Batumi on შაბათი, 16 მარტი, 2019