„კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2“ - „თელავი“ სამეულს კიდევ უფრო შორდება
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2“ - „თელავი“ სამეულს კიდევ უფრო შორდება

„ეროვნულ ლიგა 2“-ში დარჩენილი სამი შეხვედრაც გაიმართა. ტურის ცენტრალური დაპირისპირება, რომელიც თელავში გაიმართა, „სამტრედიას“ გამარჯვებით – ანგარიშით 2:1 დასრულდა.

შეხვედრის პირველ ტაიმში სტუმრებმა ორი გოლი გაიტანეს. ანგარიში 11-ე წუთზე გურამ სამუშიამ გახსნა, ზუსტად 7 წუთში კი აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა – ნიჯატ ყურბანოვმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.
თელაველებმა ერთი ბურთის გაქვითვა მატჩის კომპენსირებულ დროში თორნიკე ძოწენიძის გოლით შეძლეს.
„თელავი“ ამ გამარჯვებით სამეულს კიდევ უფრო მეტად დაშორდა, „სამტრედიამ“ კი მეორე ადგილი შეინარჩუნა.

უხვგოლიანი გამოდგა თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე „შევარდენის“ და „კოლხეთის“ დაპირისპირება. თბილისელებმა მეტოქე ანგარიშით 5:1 დაამარცხეს.

თბილისელთა მხრიდან თავი თამაზ ბაბუნაძემ, დენის სკეპსკმა, მიხაილო კოზაკმა და ირჯერ თომა ხუბაშვილმა შეძლეს. ფოთელთა რიგებში კი ერთადერთი გოლის ავტორი ლუკა მახარაძე გახდა.
„შევარდენი“ ამ გამარჯვებით კვლავ მესამე ადგილზეა, „კოლხეთი“ კი გასავარდნ ზონაში იმყოფება.

ზედიზედ მეორე მატჩის მოგება შეძლო და ბოლო ადგილს თავი დააღწია ლანჩხუთის „გურიამ“. გელა სანაიას გუნდმა „გაგრას“ უმასპინძლა და ორი უპასუხო გოლი გაუტანა. გოლები თეიმურაზ შარაშენიძემ და თამაზ ლომსაძემ გაიტანეს.

ზაფხულის პაუზის შემდეგ „გაგრა“ კვლავ მოუგებლად ასპარეზობს და მეშვიდე ადგილზეა, „გურია“ კი მერვე ადგილით პლეი აუტის ზონაშია.

ფოტო – შევარდენის პრეს-სამსახური