„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ საუკეთესოები გამოარჩიეს – ნინუა და კილასონია

16:44, 17.09.2019

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ ოფიციალურმა გვერდმა მესამე წრის საუკეთესო მოთამაშე და მწვრთნელი დაასახელა.

მესამე წრის საუკეთესო ფეხბურთელად ნიკა ნინუა დაასახელეს – თბილისის „დინამოს“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი, რომელმაც შვიდ შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანა.

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მესამე წრის საუკეთესო მწვრთნელი – ვარლამ კილასონიაა. მისი ხელმძღვანელობით, აუტსაიდერმა „რუსთავმა“ 16 ქულა დააგროვა და მეშვიდე ადგილზე დაწინაურდა.

მსგავსი