„კრისტალბეთ“ ეროვნულ ლიგას ორი ლიდერი ჰყავს
„კრისტალბეთ“ ეროვნულ ლიგას ორი ლიდერი ჰყავს

„კრისტალბეთ“ ეროვნული ლიგის მე-15 ტური გორში გამართული შეხვედრით დასრულდა, სადაც საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „საბურთალომ“ პირველი ადგილი დაიბრუნა, მაგრამ ერთპიროვნული ლიდერი აღარაა.

გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში თბილისელებმა გახსნეს: 67-ე წუთზე გეგა დიასამიძის დარტყმის შემდეგ მეკარე კურიოზული შეცდომა დაუშვა, ბურთი ხელიდან გაუვარდა და ანგარიში გაიხსნა – 0:1. გორელებმა წონასწორობა 81-ე წუთზე აღადგინეს. კაპო-ვერდელი თავდამხმელის, ალვინ ფორტესის წამოწყებული შეტევა გიორგი კუციამ ეფექტური დარტყმით დააგვირგვინა – 1:1. არაერთი საგოლე მომენტის მიუხედავად, მეტოქეებმა მეტის გატანა ვეღარ მოახერხეს და ქულები გაინაწილეს 1:1.

„საბურთალომ“ მოგებისა და ერთპიროვნული ლიდერობის შანსი ხელიდან გაუშვა და გათამაშებას ბათუმის „დინამოსთან“ ერთად ლიდერობს – 15 ტურის შემდეგ ორივემ 31 ქულა დააგროვა, ქუთაისის „ტორპედო“ (26) კი მესამე ადგილზეა. რაც შეეხება „დილას“, მოქმედ ჩემპიონთან მოპოვებული ქულით (18) თბილისის „ლოკომოტივს“ დაეწია და მეშვიდე პოზიციაზეა.

„კრისტალბეთ“ ეროვნული ლიგის მე-16 ტური 28-29 მაისს გაიმართება.