„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2“-ში ფავორიტებმა გაიმარჯვეს
„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2“-ში ფავორიტებმა გაიმარჯვეს

„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2“-ში მეცხრე ტური დაიწყო და ორი შეხვედრა გაიმართა, რომლებიც ფავორიტების გამარჯვებით დასრულდა.

ლანჩხუთის ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე, „გურიამ“ თბილისის „შევარდენი 1906“-ს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 0:3 დამარცხდა. 31-ე წუთზე ანგარიში თამაზ ბაბუნაძემ გახსნა, 66-ე წუთზე გიორგი ივანიაძემ უპირატესობა ორამდე გაზარდა, 83-ე წუთზე კი მანვე დუბლი შეასრულა 0:3.

სპაერის სტადიონზე, თბილისის „მერანმა“ ანალოგიური ანგარიშით ფოთის „კოლხეთი 1913“-ს სძლია – დუბლი ამ მატჩიც შესრულდა. კარგი თამაში ჩაატარა გიორგი ნიქაბაძემ რომელმაც დუბლი 65-ე და 87-ე წუთებზე გატანილი გოლებით შეასრულა, ხოლო 75-ე წუთზე ბექა გაბისკირიამ ფოთელთა კარი მისი გადაცემით აიღო და საბოლოოდ, 3:0 თბილისელთა სასარგებლოდ.

ამ მოგებით „მერანი“ (20 ქულა) ლიდერობას ინარჩუნებს, ხოლო „შევარდენი 1906“ (18 ქულა) მესამეზეა და ორივე გუნდი ეროვნულ ლიგაში გადასასვლელად ბრძოლას აგრძელებს. ფოთელებმა (3 ქულა) ზედიზედ მერვე თამაში წააგეს (სპაერთან სათასო მატჩის ჩათვლით) და კვლავაც გათამაშების ცხრილში ბოლო, მეათე ადგილზეა. „გურია“ ერთი საფეხურით წინაა, თუმცა, ლანჩხუთელებიც მხოლოდ 3 ქულის ამარა არიან.

შაბათს, 4 მაისს დარჩენილი სამი მატჩი გაიმართება:

ზუგდიდი – თელავი

16:00. ცენტრალური – ზედა ეწერი

გაგრა – ცხინვალი

16:00. სპაერის სტადიონი – თბილისი

შუქურა – სამტრედია

18:00. რაგბი არენა – ბათუმი