„კრისტალ პალასმა“ ვან ბისაკას სანაცვლოდ შეთავაზებულ 50 მილიონზე უარი თქვა

08:57, 18.06.2019
LONDON, ENGLAND - SEPTEMBER 22:  Aaron Wan-Bissaka of Crystal Palace reacts during the Premier League match between Crystal Palace and Newcastle United at Selhurst Park on September 22, 2018 in London, United Kingdom.  (Photo by Julian Finney/Getty Images)

„კრისტალ პალასმა“ აარონ ვან-ბისაკას სანაცვლოდ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მიერ შეთავაზებულ 50 მილიონ ფუნტ სტერლინგზე უარი განაცხადა.

როგორც „სკაი სპორტსი“ იტყობინება, მანჩესტერელები „პალასს“ საწყის 35 მილიონსა და დამატებითი გადასახადების სახით კიდევ 15 მილიონს სთავაზობდნენ, თუმცა ლონდონური კლუბი გადახდის ამ სტრუქტურით უკმაყოფილო დარჩა.

თავად 21 წლის ფეხბურთელს „ოლდ ტრაფორდზე“ გადასვლის დიდი სურვილი აქვს, თუმცა, როგორც ბრიტანული პრესა იუწყება, ის სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობს. გასულ სეზონში, ვან-ბისაკამ „კრისტალ პალასის“ შემადგენლობაში 39 მატჩი ჩაატარა და გუნდთან ერთად პრემიერლიგაში მე-12 ადგილზე გავიდა.

ახალგაზრდა მცველის კონტრაქტი ამჟამინდელ კლუბთან სამ წელიწადში იწურება.

მსგავსი