„კრისტალ პალასის“ თილისმა გულის შეტევით გარდაიცვალა
„კრისტალ პალასის“ ოფიციალურმა „ტვიტერმა“ კლუბის თილისმის, არწივ კეილას გარდაცვალების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. როგორ ირკვევა, ფრინველი გულის შეტევით გარდაიცვალა.
„მწუხარებას გამოვთქვამთ კეილას გარდაცვალების გამო. ჩვენ ის ძალიან დაგვაკლდება“, – ნათქვამია კლუბის პრეს-სამსახურის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
მოგვიანებით სოციალურ ქსელში თილისმის საპატივცემულო ვიდოც გამოქვეყნდა.
❤️💙 Fly high, Kayla.#CPFC pic.twitter.com/nP6aNEDubP
— Crystal Palace F.C. (H) (@CPFC) June 19, 2020
კეილა, რომელიც „კრისტალ პალასის“ თილისმა 10 წლის განმავლობაში იყო, ყოველი მატჩის წინ მოედანზე გამოჰყავდათ.
შეგახსენებთ, რომ ლონდონურ კლუბს ამჟამად 39 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილს იკავებს.