„კრისტალ პალასი“ მსოფლიოს უძველესი საფეხბურთო კლუბის სახელისთვის იბრძვის
A general view of the stadium ahead of the Premier League match at Selhurst Park, London.
ინგლისური პრემიერლიგის კლუბ „კრისტალ პალასის“ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ კვლევაში საუბარია იმის შესახებ, რომ ეს არის მსოფლიოში დღეს არსებული საფეხბურთო კლუბებიდან უძველესი. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, გუნდი 1905 წელს დაარსდა, თუმცა ახალი კვლევა, რომელიც პიტერ მენინგმა ჩაატარა, იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ ეს მოხდა გაცილებით ადრე, კერძოდ კი 1861 წელს.
მენინგი ვარაუდობს, რომ კლუბის ისტორია საერთოდაც 1852 წელს იწყება, როდესაც კომპანია „კრისტალ პალასი“ დაარსდა.
დღეს არსებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ინგლისის უძველეს საფეხბურთო კლუბად აღიარებულია „ნოტს ქაუნთი“, რომელიც 1862 წელს დაარსდა, და არა „შეფილდი“, რომელიც მსოფლიოს უძველეს კლუბად ფიფას ვერსიით ითვლება.
Crystal Palace Football Club: The Pride of south London since 1861.#CPFC1861
— Crystal Palace F.C. (H) (@CPFC) April 21, 2020