კრიშტიანუ რონალდუს გაუპატიურებაში არ დაადანაშაულებენ
კრიშტიანუ რონალდუს გაუპატიურებაში არ დაადანაშაულებენ

ამერიკის შეერთებული შტატების პოლიციამ უარი თქვა ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმის აღძვრაზე.

რამდენიმე თვის წინ, პორტუგალიელი ფეხბურთელი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა ამერიკელმა კეტრინ მაიორგამ. გოგონა ირწმუნებოდა, რომ 2009 წელს, ლას ვეგასის ერთ-ერთ ღამის კლუბში რონალდუსთან და მის მეგობრებთან შეხვედრის შემდეგ, ძალადობის მსხვერპლი გახდა.

მაიორგას თქმით, კრიშტიანუმ მას 375 ათასი დოლარი გადაუხადა დუმილისათვის, მაგრამ 10 წლის შემდეგ, გოგონამ პოლიციას მიმართა.

ოლქის პროკურორმა კლარკმა განაცხადა, რომ მისთვის გადაცემულ ინფორმაციაში ვერ დაინახა მტკიცებულება, რომელიც საკმარისი იქნებოდა ფეხბურთელისთვის ბრალის წასაყენებლად.