კრიშტიანუ რონალდუმ თავი დამნაშავედ ცნო და ორწლიან პირობით პატიმრობას დათანხმდა
კრიშტიანუ რონალდუმ თავი დამნაშავედ ცნო და ორწლიან პირობით პატიმრობას დათანხმდა

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ, მადრიდის „რეალში“ თამაშის პერიოდში გადასახადებისგან თავის არიდება აღიარა. ამით პორტუგალიელი გამოძიებასთან გარიგებაზე წავიდა.
კერძოდ, რონალდუ სასამართლო დარბაზში ორწლიან პირობით სასჯელს დათანხმდება – ეს აუცილებელია გარიგების რატიფიცირებისთვის. კრიშტიანუს ბრალად ედება ჯამში 14.7 მილიონი ევროს დამალვა. სასამართლო მას საგადასახადო თაღლითობის ოთხ შემთხვევაში ცნობს დამნაშავედ. სხდომა 2019 წლის 14 იანვარს გაიმართება.

გაზეთი AS იტყობინება, რომ რონალდუმ უკვე გადაიხადა ჯარიმის დიდი ნაწილი (13.4 მილიონი ევრო) და სურდა დარჩენილი თანხის გადახდის შემდეგ, ორწლიანი პირობითი სასჯელი თავიდან აეცილებინა, მაგრამ ესპანეთის ფინანსური პოლიციას ამას არ დათანხმდა.