კრიშტიანუ რონალდუმ შვებულება დაასრულა - „იუვეს“ ბაზასთან მას ასობით ფანი დახვდა
კრიშტიანუ რონალდუმ შვებულება დაასრულა - „იუვეს“ ბაზასთან მას ასობით ფანი დახვდა

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ კლუბს დაუბრუნდა და ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო.

რონალდუსთან შესახვედრად „იუვენტუსის“ ბაზაზე ასობით გულშემატკივარი მივიდა. ფეხბურთელმა არ გააწბილა ფანები და მათთან ავტოგრაფების დასარიგებლად მივიდა.

პორტუგალიელმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და კლუბთან ერთად ვარჯიშებს შეუდგა.

დატოვე კომენტარი