კრიშტიანუ რონალდუმ ჯორჯინა როდრიგესს ხელი სთხოვა
კრიშტიანუ რონალდუმ ჯორჯინა როდრიგესს ხელი სთხოვა

„იუვენტუსის“ ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ, თავის შეყვარებულს, ჯორჯინა როდრიგესს ხელი სთხოვა.

Daily Mail-მა პორტუგალიურ გამოცემა Correio da Manha-ზე დაყრდნობით დაწერა, რომ რონალდუს წინადადებაზე როდრიგესმა თანხმობა განაცხადა – „ბევრი დეტალი ცნობილი არ არის. ჟურნალისტებმა მხოლოდ ის შეიტყვეს, რომ ჯიომ უკვე მოიზომა რამდენიმე საქორწინო კაბა“.

რონალდუ და ჯორჯინა ერთმანეთს 2016 წლის ივნისიდან ხვდებიან. მათ ერთი საერთო შვილი ჰყავთ – ერთი წლის გოგონა ალანა მარტინა.