კრიშტიანუ რონალდუმ „იუვეს“ მწვრთნელად გვარდიოლა მოითხოვა
კრიშტიანუ რონალდუმ „იუვეს“ მწვრთნელად გვარდიოლა მოითხოვა

„იუვენტუსის“ ფორვარდს, კრიშტიანუ რონალდუს სურს, რომ ტურინული კლუბი ხოსეპ გვარდიოლამ ჩაიბაროს.
წყაროს ცნობით, 34 წლის პორტუგალიელმა თხოვა „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობას, მთავარ მწვრთნელად გვარდიოლა მიიწვიოს, რომელიც დღეისთვის „მანჩესტერ სიტის“ დამრიგებელია.

როგორც გუშინ Juvefc.com-მა დაწერა, „იუვენტუსის“ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის მასიმიალიანო ალეგრის გუნდში დარჩენის შანსი ერთ პროცენტს შეადგენს. მართალია, „იუვემ“ ზედიზედ მერვედ მოიპოვა სკუდეტო, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილო დარჩა ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებელი გამოსვლით.

48 წლის გვარდიოლას კონტრაქტი „სიტისთან“ 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში. თავის მხრივ, ვერც მან შეძლო ინგლისურ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე წარმატება.