კრიშტიანუ რონალდუმ დებიუტი გოლით აღნიშნა [ვიდეო]
ტურინის „იუვენტუსმა“ ყოველწლიური წინასასეზონო შეხვედრა გამართა თავისივე ფარმ-კლუბთან „იუვენტუს B“-სთან და 5:0 მოიგო.
ეს იყო პირველი სრულფასოვანი მატჩი იტალიის ჩემპიონის ახალბედასთვის, კრიშტიანუ რონალდუსთვის. პორტუგალიელმა სადებიუტო გოლი მერვე წუთზე გაიტანა და ანგარიში გახსნა.
მოგვიანებით, რონალდუმ ავტოგოლი გაატანინა კაპელინის.
გარდა ამისა, ერთი გოლი გაიტანა მარკიზიომ და დუბლი შეასრულა პაულო დიბალამ.
check out the first Cristiano Ronaldo goal with the Juventus shirt #ForzaJuve #cr7juve #Juventus #JuventusTV pic.twitter.com/mOnvKGwEtP
— Lucas Matheus (@LucasMatths13) August 12, 2018