„იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ თავისი პირველი ავტომობილი გასაყიდად გამოიტანა. 2000 წელს გამოშვებული Audi A3 Coupe პორტუგალიელმა ჯერ კიდევ მაშინ შეიძინა, როცა „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობდა.

ახლა, რონალდუმ ამ მანქანის გაყიდვა გადაწყვიტა და მასში 20,000 ევრო მოითხოვა. არადა, ამ ავტომობილის საბაზრო ღირებულება 7-8 ათასი ევროა.