კრიშტიანუ რონალდუ პირველია, ვინც TOP5 ჩემპიონატებში 400 გოლი გაიტანა
კრიშტიანუ რონალდუ პირველია, ვინც TOP5 ჩემპიონატებში 400 გოლი გაიტანა

ტურინის „იუვენტუსმა“ სეზონში პირველი ქულები დაკარგა. სერია A-ს მეცხრე ტურში ჩემპიონმა შინ „ჯენოას“ ვერ მოუგო – 1:1.

ტურინელთა მხრიდან ერთადერთი გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა. პორტუგალიელისთვის ეს უმნიშვნელოვანესი გოლი იყო, რადგან რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის TOP5 ჩემპიონატებში 400 გოლი გაიტანა.

389 გოლი აქვს „ბარსელონას“ ფორვარდს ლიონელ მესის. არგენტინელმა 426 მატჩში მიაღწია ამ შედეგს, რონალდუმ – 497 მატჩში.

„იუვენტუსს“ იტალიის ჩემპიონატში ოთხ ქულამდე მიუახლოვდა „ნაპოლი“, რომელმაც ფაბიან რუისის, დრის მერტენსისა და მარკო როიგის გოლებით სტუმრად 3:0 დაამარცხა „უდინეზე“.